miércoles, 1 de julio de 2015




გიორგი ნიკოლოზის ძე კეჩხუაშვილი (. 24 ივნისი, 1920, ქალაქი გორი- გ. 18 სექტემბერი, 1997, თბილისი) ქართველი ფსიქოლოგი, პეგაგოგი და მეცნიერი, შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომისა და ეკონომიკური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, (1971) პროფესორი (1972)

ბიოგრაფიული ცნობები
 გიორგი კეჩხუაშვილი დაიბადა  1920 წლის  24 ივლისს ქ. გორში, ელიზბარ  ერისთავის საგვარეულო სახლში.  მამა, ნიკოლოზ კეჩხუაშვილი (1899-1928), გორის მაზრის მთავარი აგრონომი იყო. ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად, მდ. ლიახვში დაიღუპა.  დედა  თამარ ზლოტნიცკაია (1893-1972), პროფესიით მხატვარი, თბილისის ეროვნულ მუზეუმში მუშაობდა. იგი პოლონელ დიდგვაროვანთა ოჯახის და ქართველი თავადის, ელიზბარ ერისთავის შთამომავალი იყო.
გ. კეჩხუაშვილს ჰყავდა  ძმა ალექსანდრე, მეუღლე ვერონიკა თუმანიშვილი. ჰყავს ქალიშვილი თამარი.
 განათლება და პეგაგოგიურ- სამეცნიერო მოღვაწეობა
გ. კეჩხუაშვილმა პირველდაწყებითი განათლება  თბილისის  პირველ საშუალო სკოლაში მიიღო (1928-1938 წწ).
1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის  ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1945 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოოგის ინსტიტუტის ასპირანტურა დიმიტრი უზნაძის ხელმძვანელობით.
1945-1948 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის საარტილერიო სასწავლებელში
1947-1949 წწ. იყო ქ. სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტის პედაგოგიკისა და ფსიქოლოოგის კათედრის ასისტენტი
1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მუსიკის ესთეთიკურ აღქმაში გარე მუსიკალური წარმოდგენების როლის საკითხისათვის“.
 1961 -1971 წწ.  მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტის ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის ახლად ორგანიზებული საინჟინრო ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ1970 წელს მიენიჭა სიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
 თსუ უნივერსიტეტში მან მტკიცედ დაამკვიდრა საინჟინრო ფსიქოლოგია, როგორც ფსიქოლოგიის  ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულება. ამას მოჰყვა შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის კათედრის შექმნა, რომლის გამგედ თავად დაინიშნა და მიენიჭა პროფესორის წოდება (1972). მისი ინიციატივით, მოგვიანებით კათედრა გარდაიქმნა  შრომისა და ეკონომიკური ფსიქოლოოგის კათედრად.   მეცნიერულ მუშაობას იგი უთავსებდა ფართო პედაგოგიურ-აღმზრდელობით საქმიანობას. ატარებდა  კურსებს შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალობაზე.
წლების მანძილზე სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, სამხატვრო აკადემიაში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და სხვ.
აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის, საფრანგეთის, ჩეხოსლოვაკიის, იაპონიის, პოლონეთის, აშშ-ს  და სხვა ქვეყნების მეცნიერებთან, იყო არაერთი საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების მონაწილე თუ ორგანიზატორი.

სამეცნიერო შრომები

გ. კეჩხუაშვილი იყო ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ და სხვ. ენებზე).  მისი პირველი მეცნიერული  შრომები, რომელთაც განსაკუთრებული გამოხმაურება  ჰპოვეს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ეხება მუსიკის აღქმის ფსიქოლოგიურ კვლევებს. მისი შრომები ასევე მოიცავს განწყობის, შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის, ეკონომიკის, ხელოვნების ფსიქოლოგიის და  ფსიქოლინგვისტიკის სფეროებს.
სამეცნიერო ნაშრომთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „პედაგოგიური ფსიქოლოგია. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მუსიკალური განვითარების ზოგიერთი საკითხი“. (1975);  „ფსიქოლოგი საწარმოში“ (1981); „შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო“ (1982); „არაცნობიერი, განწყობა, მუსიკა. მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიის ქრესტომათია“  (რუს. ენ.) თანაავტ. რ. ესებუა (1996).
ასევე  მნიშვნელოვანია მისი ფართო მოცულობის სტატია, გამოქვეყნებული „იუნესკოს“ ექვს ენაზე გამომავალ ჟურნალში „პერსპექტივები“ (1994). მასში თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ის დიდი როლი, რომელიც ეკუთვნის დიმიტრი უზნაძეს განათლებისა და ფსიქოლოგიის სფეროში.

საზოგადოებრივი საქმიანობა

საკმაოდ მრავალფეროვანი იყო პროფ. გ. კეჩხუაშვილის საზოგადოებრივი საქმიანობაც.  თავდაპირველად არჩეულ იქნა საკავშირო ფსიქოლოგთა საზოგადოების ცენტრალური საბჭოს წევრად, შემდგომ საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად. ასევე  იყო სსრკ უმაღლესი და სპეც. საშუალო განათლების მეთოდსაბჭოს წევრი, საქართველოს სსრ უმაღლესი და სპეც. საშუალო განათლების სამინისტროს საგამომცემლო პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიურ საბჭოს თავმჯდომარე და სხვ. მრავალი წლის მანძილზე იყო საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი  და ფსიქოლოგიაში სამეცნიერო ხარისხების  მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე.
 1997 წლის 18 სექტემბერს  გ. კეჩხუაშვილი  ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე. იგი სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. მისი ორი უკანასკნელი ნაშრომი  „ფსიქოლოგიის ლექსიკონი“  და  ფ. ფონ ჰაიეკის ნაშრომის „“ თარგმანია, რომელიც ჯერჯერობით გამოუცემელი დარჩა.   




ძირითადი შრომების  ჩამონათვალი

1.       თვალსაჩინო ხატის საკითხისათვის მუსიკის ესთეთიკურ აღქმაში.  ფსიქოლოგია VIII. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა 1953 გვ. 299-328
2.      ფსიქოლოგიის პრაქტიკუმი" : // სახალხო განათლება. - თბილისი, 1954.
3.      მუსიკალური წყობის გრძნობის ფსიქოლოგიური რაობის საკითხისათვის // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. - თბილისი, 1955. - ტ.16. - გვ.389-396
4.       К вопросу о психологической сущности ладового чувства. Сообщения Академии наук Грузинской ССР, т. XVI, № 5, 1955, стр. 390—396
5.    К характеристике наглядных образов при восприятии музыки // Вопросы психологии. – 1957. – № 1. – С. 116–124.
6.       «Ладовое чувство и фиксированная установка» в сб. «Экспериментальные исследования по психологии установки», т. I, 1958, стр. 439—455.
7.      К проблеме психологии восприятия музыки. Сб. «Вопросы музыкознания», т. 3. М. Музгиз, 1960. 302-323
8.      აკუსტიკურ მასალაზე შემუშავებული განწყობის ფსიქოლოგიისათვის // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. - თბილისი, 1961. - ტ.97. - გვ.227-234. - (N2, ფილოსოფიურ მეცნიერებათა სერია). - რეზიუმე რუსულ ენაზე
9.      რა შეიძლება ითქვას? : [პროფესიული კლასიკური მუსიკის შესახებ. პასუხი . გიგაურის შეკითხვაზე] / . კეჩხუაშვილი //ახალგაზრდა კომუნისტი. - თბილისი, 1961. - 24 იანვარი
10.  უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მუსიკალური განვითარების ზოგიერთი საკითხი / გ. კეჩხუაშვილი // პედაგოგიური ფსიქოლოგია. - თბილისი, 1962. - N1. - გვ.323-345
11. ექსპერიმენტი და ილუსტრაცია ფსიქოლოგიის კურსში : [დამხმ. სახელმძღვ. ფსიქოლოგიის პროპედევტიკული კურსისათვის / რედ.: ვლ. ნორაკიძე]. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1962. - 238გვ. : ილ. და ცხრილ. ; 22სმ.. - ბიბლიოგრ. შენიშვნებში.
12.  მუსიკის სწავლების პროცესში მუსიკის აღქმის განვითარების საკითხისათვის // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. - თბილისი, 1964. - ტ.92. - გვ.193-210. - რეზუმე რუსულ ენაზე
13.  რუსული და ქართული ანბანის ინფორმაციულ ღირებულებათა შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. 1966.  გვ.125-155
14.  ინფორმაციის ოდენობა და აღქმა  // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. - თბილისი, 1966. - ტ.43. - გვ.257-260. - (N1). - რუს. ენა. - რეზიუმე ქართ. ენ.
15. ვიზუალური განწყობის ფიქსაციის რამდენიმე ფაქტორის შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. 1966 გვ.89-102
16. Statistical Distribution and Reception of Information. A SYMPOSIUM OF PAPERS ON THE OCCASION OF THE XVIII INTERNATIONAL CONGRESS OF PSYCOLOGY. 126. Tbilisi State University. 1966
17. Статистическое распределение графем и их информационная ценность. // Вопросы психологии. 1966. - №2. -С.24 -29. 47-56
18.  საინჟინრო ფსიქოლოგია და შრომის მწარმოებლურობა / // საქართველოს ეკონომისტი. - 1966. - N12. - გვ.66-71
19.  ფსიქოჰიგიენა - შრომის ნაყოფიერების სამსახურში : [საქ. სსრ საწარმოებში შრომის ფსიქოლოგიური ლაბორატორიების შექმნისათვის] კეჩხუაშვილი, გ. . ჯანჯღავა.  // თბილისი. - თბილისი, 1966.
20.  ჭარბიანობა და ქართული ნაბეჭდი ტექსტების აღდგენა /  საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. - თბილისი, 1967. - .48. - გვ.247-252. - (N1). - რუს. ენაზე. - რეზიუმე ქართ. ენაზე
21.  ქართული ანბანის ასოების სიხშირის მნიშვნელობა კითხვისათვის // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. - თბილისი, 1968. - ტ.128. - გვ.311-340. - (ფილოსოფიის მეცნიერებათა სერია). - რეზიუმე რუს. ენ.
22.  გადაწყვეტილების მიღების წინ საგანწყობო მდგომარეობის სიმრავლის შესახებ / ვ. ჭავჭანიძე, ქ. მდივანი, გ. კეჩხუაშვილი, ი. ჭუმბურიძე, ვ. ჭელიძე // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. - თბილისი, 1970. - ტ.57. - გვ.557-560. - (N3). - რუს. ენაზე. - რეზუმე ქართ. ენაზე
23.  К проблеме избыточности речевого сообщения. Вопросы психологии, 1970, № 5, с.96-104.
24.   Онтогенез овладения статистической структуры языка. Новые исследования по физиологии и психологии. 1970 N2, c.60-65
25. Кечхуашвили Г.Н. Об одной объяснительной модели восприятия речи // Планы и модели будущего в речи. Тбилиси, 1970. С.21-23.

Диссертации по гуманитарным наукам -
 http://cheloveknauka.com/psihologicheskaya-ustanovka-v-protsesse-ponimaniya-inoyazychnogo-teksta#ixzz3drfDwMhA
26. К проблеме структуры установки. 1971  “Сообщения”  АH ГССР 1971. т. 64. N1, C 249-252
27.  Новая методика исследования структуры фиксированной установки / Г.Н. Кечхуашвили // Вопросы психологии : восемнадцатый год издания / Ред. А.А. Смирнов, О.А. Конопкин. – 1972. – №3 май-июнь 1972. – с. 146-148. 
28.  Кечхуашвили Г.Н. Установочная модель восприятия слова // Психологические исследования, посвященные 85-летию со дня рождения Д. Н. Узнадзе. Тбилиси, 1973. С.178-185
Диссертации по гуманитарным наукам -
 http://cheloveknauka.com/psihologicheskaya-ustanovka-v-protsesse-ponimaniya-inoyazychnogo-teksta#ixzz3drfpw8V8
29.  Concerning the structure of set. Abstract guide. XX International Congress of Psicology.  1972. Tokyo, Japan, p.349
30.  Ontogenesis of the mastery of stochastrical structure of language. Shoort Communications.  XX International Psycological Congress Moscow, 1972.  p.131-134
31.  ფსიქოლოგია და წარმოება : [მე-4 საკ. კონფერენცია საინჟინრო ფსიქოლოგიის საკითხებზე იაროსლავში] / . კეჩხუაშვილი //ახალგაზრდა კომუნისტი. - თბილისი, 1974. - 26 ოქტომბერი
32.  პედაგოგიური ფსიქოლოგია. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მუსიკალური განვითარების ზოგიერთი საკითხი. I ნაწილი. თბილისი: ცოდნა, 1975.
33.  თანამედროვე მუსიკა და ფიქსირებული განწყობა // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. - თბილისი, 1975. - ტ.161. - გვ.69-81. - (სამართალი. ფსიქოლოგია. პედაგოგიკა). - რუს. ენ.. - რეზიუმე ქართ. და ინგლ. ენ
34.  ფსიქოლოგიის პრაქტიკუმი : [დამხმ. სახელმძღვ. სტუდენტებისათვის]. - თბ. : თბილ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1975. -  რ. ახობაძე, გ. კეჩხუაშვილი; ჯ. ყვავილაშვილი; 
35.  О роли установки в оценке музыкальных произведений // Вопр. психол. 1975. № 5. C. 63—69.
36. Музыка и бессознательное // сб. “Бессознательное”  т. II.  Тб. 1978  c.571-574
37. Об установочной теории утомления. — Тезисы VIII Закавказской конференции психологов. — Ереван, 1980. С. 202—204.
38.  ფსიქოლოგი საწარმოში. - თბილისი. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. - 32გვ. ; 19სმ.. - (30/1981 საქ. სსრ საზ-ბა "ცოდნა").
39.  რუსული ენის ფლობის დონის შესამოწმებელი ტესტი. თსუ შრომები, N222, 1981
40.  დაღლილობის ფსიქოლოგია (სპეცკურსი) : პროგრამა / თსუ ; [შემდგ.: . კეჩხუაშვილი ; რედ.: . იოსებიძე]. - თბ., 1981.
41.  შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია. სახელმძღვანელო, გამომც. თსუ, 1982
42.  Установка как метод исследования утомления  // Вопросы психологии : издается с 1955 года / – 1985. – №6 1985. – с. 117-123. 
43.  დაღლილობა და განწყობა. გამომც. თბილისი 1986  გვ. 142-158
44.  Prospects. Thinkers on Education. Dimitri Uznadze// G. Ketchuashvili (e)Unesco Publishing 1994 .
45.  Бессознательное, установка, музыка / Г.Н. Кечхуашвили, (1985) Р. Эсебуа // Хрестоматия по психологии художественного творчества / Ред. А.Л. Гройсман. – Москва : Магистр, 1996. 

links:
* [http://collections.infocollections.org/ukedu/en/d/Jh1906e/4.2.html]
  [http://www.voppsy.ru/issues/1985/856/856117.htm]

  [http://psychologylib.ru/books/item/f00/s00/z0000029/st097.shtml]

[http://www.vash-psiholog.info/b/252-2013-11-13-10-53-59/21163-bessoznatelnoe-ustanovka-muzyka.html]