lunes, 23 de abril de 2018

                                                                                                  
                                       " YO SÉ QUIEN SOY"- RESPONDIÓ DON QUIJOTE"
                                              Primera parte > Capítulo V 

                                        (ძველი და ახალი)  ფიქრები დონ კიხოტზე



ასე იწყებოდა ორსონ უელსის მიერ ეკრანიზირებული ფილმი “დონ კიხოტი” რომელიც მიუხედავად იმისარომდაუმთავრებელია, ამ ნაწარმოების ერთერთ საუკეთესო კინოადაპტაციად არის მიჩნეული. ასე რომ  გასაკვირი არაარომ ტრადიციულად სწორედ ამ ფილმის კადრებით იხსნება ხოლმე  მადრიდის ხელოვნებისა და კულტურისცენტრში სერვანტესის ამ უდიდესი ნაწარმოების საჯარო კითხვის ცერემონიალირომელიც ყოველი წლის 23 აპრილს უწყვეტად მიმდინარეობს და ესპანური ენის მცოდნე უკლებლივ ყველა ადამიანს შეუძლიამონაწილეობის მიღება.



ჩემში გაკვირვებას არც ის იწვევს, რომ შუა საუკუნეების ეს ლა მანჩელი რაინდი არასოდეს კარგავს თავის პოპულარობას და მისი თავგადასავლები თუ გამონათქვამები დღესაც არანაკლებ აქტუალურია და ამოუწურავი სიბრძნის მატარებელი. ერთი კი მიკვირს, რომ ზოგიერთი მკვლევარი ამ ნაწარმოებს მოდერნისტულს უწოდებს.  კი, მართალია, სერვანტესი აქტიურად იყენებს თხრობით კონსტრუქციებს, სადაც ავტორიც და მკითხველიც ლინვისტური ტერმინით თუ ვიტყვით, ინტრადიეგეტული სახით არიან წარმოდგენილნი და ნაწარმოების წერა/წაკითხვის პროცესს მოგვითხრობენ, მაგრამ ვფიქრობ ეს სულაც არ ხდის მას პოსტკლასიკურ ტექსტად. ალბათ ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მეტაფიქცია¨ ისეთივე კლასიკური ფენომენია როგორც სწორხაზოვანი თხრობა და მიუხედავად იმისა, რომ  სერვანტესის ეს ნაწარმოები აგებულია პრინციპით "ტექსტი ტექსტში", ან "სიგიჟე სიგიჟეში" (როგორც მას ესპანელი მწერალი, ხავიერ მარიასი უწოდებს), ის მაინც რჩება უდიდეს კლასიკურ ნაწარმოებად.  და რჩება პირველ რიგში იმიტომ, რომამ ამ "სიგიჟის" ფონზე სუბიექტურ რღვევას, მის გაორებას არა აქვს ადგილი და სწორედ ეს ხდის მას წმინდა კლასიკურ ტექსტად, სადაც დონ კიხოტს შეუძლია წარმოთქვას სიტყვები, რომელიც არა მხოლოდ ამ რომანის, არამედ მთელი კლასიკური მხატვრული სამყაროს ხერხემალია: "Yo se quien soy."(მე ვიცი ვინც ვარ). (განსხვავებით კიდევ ერთი ცნობილი გამონათქვამისგან  “je est un autre”  (მე არის სხვა)¨ რომელსაც რამდენიმე საუკუნის შემდეგ უკვე არტურ რემბოსთან შევხვდებით და მასთან ერთად ამ სუბიექტურ გაორებას მთელ პოსტკლასიკურ დისკურსში აღმოვაჩენთ). 
ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ კლასიკური ტექსტი უპირველეს ყოვლისა მყარ იდენტურ პრინციპებზე იდგა და სწორედ ამიტომ ვერ იქნებოდა მოდერნისტული. შესაბამისად, მეტაფიქციური თხრობის გამოყენების მიზნებიც განსხვავებული ხდება და იმ სტრუქტურულ და მიზანაბიმურ ელემენტებს სერვანტესი ტექსტის ფიქციონალობის ან საზრისთან წვდომის შეუძლებლობის ხაზგასასმელად კი არ იყენებს, როგორც ეს პოსტკლასიკურ დისკურსში ხდებაარამედ, პირიქით, ხაზს უსვამს სუბიექტური სიმართლის უპირატესობას ობიექტურ სიმართლეზე, კვლავ ხ. მარიასის სიტყვებით თუ ვიტყვით, "ხელოვნების უპირატესობას გარე სინამდვილეზერომანის უპირატესობას ისტორიაზე". შესაბამისად,არც სუბიექტი განიცდის შემეცნებით გაორებას და ლა მანჩელი გმირიც თავისუფლად შეძლებს წარმოთქვას თავისი ცნობილი ფრაზა: ¡YO SÉ QUIEN SOY!

                                                                                           * * *

„დონ კიხოტის“ პირველი გამოცემის წაკითხვის შემდეგ დიდად მოხიბლული დარჩენილა საფრანგეთის იმდროინდელი დიპლომატიც, რომელმაც პირადად გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები სერვანტესს. მწერალს მადლობა გადაუხდია კომპლიმენტისთვის და ჩურჩულით უპასუხა: „საუბედუროდ ინკვიზიცია არსებობს, თორემ გარწმუნებთ, ეს რომ არა, ჩემი წიგნი კიდევ უფრო სახალისო იქნებოდაო“.


მაგრამ, როგორც ამბობენ, უცდომელი არავინ არის და "დონ კიხოტთან" დაკავშირებით ერთი ესეთი კურიოზიც არსებობს.
წიგნის პირველ ნაწილში, სადაც მთხრობელი მოგვითხრობსრომ სანჩო პანსას ვირი მოპარესსერვანტესს როგორც ჩანს, დაავიწყდება ეს ამბავიდა სულ რაღაც რამდენიმე გვერდის შემდეგ ეს ცხოველი ყოველგვარი  ახსნა- განმარტების გარეშე ისევ ჩნდება ნაწარმოებში და ბოლომდე თან ახლავს გმირსთითქოს   არაფერი მომხდარიყოსერვანტესმა ამ შეცდომას მაშინ მიაგნოროდესაც წიგნის დიდი ნაწილი უკვე გამოცემული იყო და მეტიცესპანელ დრამატურგს ლოპე დე ვეგასუკვე გაშაყირებულიც ჰყავდა თავისერთერთ კომედიაშითუმცა სერვანტესმა იხტიბარი არ გაიტეხა და წიგნის მეორე ნაწილში სანჩო  პანსას ენით   ყველაფერი გამომცებლობის დაუდევრობას გადააბრალა.
 რა თქმა უნდა, ეს პატარა ლაფსუსირაც  მწერალს გამოეპარაროგორც ამბობენ წყალში წვეთიაო და   ის სიბრძნერისი მატარებელიცაა ეს ლიტერატურული შედევრი დღესაც ხიბლავს თანამედროვე  მკითხველს და ალბათ დიდიხნის სტუმრობაც არაა საჭირო ამ მიწა-წყალზე იმისთვის, რომ ადამიანმა იგრძნოთუ როგორ დასტრიალებს ესპანურ ქალაქებს დონ        კიხოტის სული და არც ისაა გასაკვირირომ სწორედ ესპანეთში მოინდომა  ორსონ უელსმარომ გარდაცვალების შემდეგ მისი ფერფლი მიმოეფანტათ
ამერიკელი რეჟისორის ეს უკანასკნელი სურვილი ასრულებულ იქნა.


No hay comentarios:

Publicar un comentario